14:35 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 14:37:26, 2968 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება მსოფლიო
Independent: ევროკავშირმა 50 მილიონ ადამიანს, უკრაინელებსა და ქართველებს, უვიზო მიმოსვლის საშუალება მისცა

ბრიტანული გამოცემა Independent-ი ე.წ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. 

როგორც Independent-ი წერს, ევროკავშირმა 50 მილიონ ადამიანს, უკრაინელებსა და ქართველებს, უვიზო მიმოსვლის საშუალება მისცა. 

„ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ცდილობს შორს წავიდეს თავისი ყოფილი პატრონის - მოსოვისგან და დაუახლოვდეს დასავლეთს“, - წერს გამოცემა. 

გამოცემის თანახმად, 45 მილიონი უკრაინელი და 5 მილიონი ქართველი ე.წ შეჩერების ამოქმედების შემდეგ, რასაც ვიზალიბერალიზაცია მოჰყვება, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. 

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროპარლამენტთან ვიზალიბერალიზაციის ე.წ შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევა ოფიციალურად დაადასტურა.

“ეს შეთანხმება არის დაბალანსებული და უკიდურესად მნიშვნელოვანი ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის ეფექტიანობისა და სანდოობისთვის. ამჟამინდელი შეჩერების მექანიზმი არ არის ადეკვატური და ახლა გაუმჯობესდება. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, კარს გაუღებს იმ ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების პროგრესს, რომლებმაც ყველა აუცილებელი მოთხოვნა დააკმაყოფილეს. დღევანდელი შეთანხმებით, ევროკავშირის თავმჯდომარე სლოვაკეთი ასრულებს თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს”, - განაცხადა სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და საბჭოს პრეზიდენტმა რობერტ კალინაკმა.

LIBE-ს კომიტეტში ე.წ შეჩერების მექანიზმის საკითხზე მომხსენებელმა, ესპანეთის წარმომადგენელმა აგუსტინ დიას დე მერა გარსიამ "შეჩერების მექანიზმზე" შეთანხმების თაობაზე კმაყოფილება გამოთქვა. 

როგორც მომხსენებლმა აღნიშნა, "შეჩერების მიქანიზმზე" შეთანხმება უკიდურესად რთული პროცესი იყო, თუმცა წარმატებით შედგა. 

აღსანიშნავია, რომ შეჩერების მექანიზმის რეგულაცია გადაეგზავნება ევროპარლამენტს, რომელიც პირველი მოსმენით უყრის კენჭს, რის შემდეგაც კვლავ საბჭოს დაუბრუნდება დასამტკიცებლად. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, უმნიშვნელოვანესია
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics