2016-12-08 14:13:33, 2423 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ დავით დევნოზაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ დავით დევნოზაშვილისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
პროკურატურამ დევნოზაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება, დაცვის მხარემ კი, 10-ათას ლარიანი გირაო მოითხოვა, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.
როგორც დევნოზაშვილის ადვოკატმა რაულ გამისონიამ აღნიშნა, გამოძიების არც ერთ ეტაპზე დევნოზაშვილი არ დამალულა და გამოძიებისთვის ხელი არ შეუშლია.
ცნობისთვის, კონტრდაზვერვის თბილისის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება. საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან