2016-12-06 22:42:29, 2600 ნახვა
სამართალი
გოგლა ჟვანია: არასდროს გვიარყვია, რომ ზურაც და უსუპოვიც მოწამლულები არიან CO-თი
ჩვენ არასდროს გვიარყვია, რომ ზურაც და უსუპოვიც მოწამლულები არიან CO-თი, - ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია ის, თუ როგორ მოხვდა CO მათ ორგანიზმში.
როგორც ჟვანიამ აღნიშნა, ორგანიზმში CO-ს მოხვედრის ბევრი საშუალება არსებობს, გარდა გამათბობლისა.
"ჩვენ არასდროს გვიარყვია, რომ ზურაც და უსუპოვიც მოწამლულები არიან CO-თი. მთავარია, ეს CO როგორ მოხვდა მათ ორგანიზმში. არის ბევრი საშუალება, გარდა გამათბობლისა, CO მოხვდეს ადამიანის ორგანოში. არსებული დოზები დიდ ეჭვებს აღძრავს, რომ მათ ეს დოზა მიღებული აქვთ რაღაცა გარეშე ჩარევით, არა ჩასუნთქვით,“ - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან