12:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 12:07:51, 642 ნახვა

საზოგადოება
თბილისში საახალწლო ღონისძიებებისთვის 1 მილიონ 487 ათასი ლარი დაიხარჯება

თბილისში საახალწლო ღონისძიებებისთვის 1 მილიონ 487 ათასი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ განაცხადა.

როგორც მაქაცარიამ აღნიშნა, საახალწლო გალა კონცერტისთვის, რომელიც "ვარდების მოედანზე" 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 227 ათასი ლარი გამოიყოფა.

„საახალწლო კონცერტებისთვის საერთო ჯამური ბიუჯეტი არის მილიონ 487 ათასი ლარი, თუმცა ეს არის მერიის საერთო ბიუჯეტი და არა მხოლოდ კულტურის სამსახურის, ეს არის ჯამური ბიუჯეტი, რომელშიც შედის კულტურის სამსახური, სპორტის სამსახური, კეთილმოწყობა, ადმინისტრაცია და პიარი. რაც შეეხება გალა კონცერტს, მისი ბიუჯეტი არის 227 ათასი ლარი“, - განაცხადა ია მაქაცარიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციურის უფროსი: პროცესი, რაც მიმდინარეობს, უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics