|
2016-12-06 11:37:37, 884 ნახვა
საზოგადოება
წიგნები საჩუქრად „საბასგან" თბილისის ავტობუსების გაჩერებებზე
პირველად საქართველოში, მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ, ქუჩაში ჩამოტვირთონ ელექტრონული და, მათ შორის, ხმოვანი წიგნები. წიგნის ჩამოტვირთვა მკითხველებს თბილისში, 70 სხვადასხვა გაჩერებაზე შეუძლიათ. ეს გაჩერებები მგზავრებისა და ქუჩაში გამვლელებისათვის ადვილად ამოსაცნობია. თიბისი ბანკის პროექტის #წერექართულად დიზაინით გაფორმებულ გაჩერებებზე წარმოდგენილია „საბას" წიგნის QR კოდი, რომლის დასკანერების საშუალებით შესაძლებელია ამ წიგნის საჩუქრად მიღება. ნებისმიერი ადამიანი თავის ტელეფონში, აპლიკაცია Saba Raader-ის საშუალებით შეძლებს, უფასოდ ჩამოტვირთოს ელექტრონული წიგნი „საბას" ელექტრონული წიგნების სახლიდან. ეს წიგნი განთავსდება Saba Raader-ში, მის პირად ბიბლიოთეკაში. ყველა გაჩერებაზე შესაძლებელია ერთი და იგივე წიგნის საჩუქრად მიღება. სასაჩუქარე წიგნი ყოველთვიურად შეიცვლება. დეკემბერში გაჩერებებზე მგზავრები „საბასგან" საჩუქრად მიიღებენ ხმოვან წიგნს „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები". ზღაპრებს კითხულობენ ცნობილი მსახიობები - მედეა ჩახავა, ელენე ყიფშიძე, მერაბ გეგეჭკორი. ხმოვანი წიგნის ჩამოტვირთვას მგზავრები შეძლებენ საკუთარი სმარტფონის 3G ინტერნეტით - აპლიკაციაში Saba Reader არსებული QR წამკითხველის მეშვეობით. თუმცა, იმისათვის რომ ხმოვანი წიგნი პირადი ონლაინ ბიბლიოთეკიდან უშუალოდ მოწყობილობის მეხსიერებაში ჩაიტვირთოს, ამისათვის ერთჯერადად დაჭირდებათ WiFi. ამის შემდეგ წიგნის მოსმენა უკვე ინტერნეტის გარეშე იქნება შესაძლებელი იანვარში სხვა ელექტრონული წიგნის ჩამოტვირთვას შეძლებენ, იგივე QR კოდით და იმავე პროცედურით. ლიტერატურა, რომელსაც „საბა" მკითხველებს შესთავაზებს მრავალფეროვანი იქნება, მკითხველს შეეძლება იკითხოსან მოისმინოს, როგორც ქართული, ისე უცხოური (ქართულად ნათარგმნი) პოპულარული წიგნები - ელექტრონული თუ ხმოვანი. ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია საქართველოში პირველად „საბამ" შექმნა და ამ დროისათვის saba.com.ge-ზე 300-ზე მეტი ხმოვანი წიგნია ხელმისაწვდომი.
(NS)
პენიტენციურის უფროსი: პროცესი, რაც მიმდინარეობს, უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)