09:35 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 15:54:18, 673 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი არაბული ქვეყნების დელეგაციას შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კატარისა და ქუვეითის სახელმწიფოს სამთავრობო და ბიზნესსექტორის, მათ შორის, კატარის სახელმწიფო კომპანიის „HASSAD FOOD“,  წარმომადგენლებს შეხვდა. 

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში აგროსასურსათო სექტორში ინვესტიციების განხორციელების, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის, საქართველოდან ცხვრის, ცხოველური წარმოშობის პროდუქტის, ცხვრის ხორცის, წყლის, მშრალი ხილისა და თაფლის ექსპორტის საკითხებზე იმსჯელეს.

„საქართველოსა და გალფის ქვეყნებს (სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნები) შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, რაც აუცილებლად უნდა განვითარდეს და, შესაბამისად, გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

როგორც კომპანიის „ალ მავაში“ წარმომადგენელმა შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნული კომპანია საქართველოდან ქუვეითში ცოცხალი ცხვრის ექსპორტითაა დაინტერესებული. 

მისივე განცხადებით, დელეგაციის წევრებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში სასაკლაოზე არსებული ვითარება, საკარანტინო ზონა და ბიოუსაფრთხოების პუნქტები დაათვალიერეს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ სტანდარტებს. 

 „მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციების განხორციელების საკითხებზე ვიმსჯელეთ. HASSAD FOOD კატარის სახელმწიფო კომპანიაა. ჩვენ ვგეგმავთ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს კატარის სახელმწიფოში. ვაპირებთ, შევქმნათ ე.წ ჰაბები, გამანაწილებელი პუნქტები, რომ შემდეგ ეტაპზე ქართული პროდუქცია  სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ სხვა ქვეყნებშიც გავიდეს“, -  განაცხადა კომპანიის „HASSAD FOOD“ ბიზნესგანვითარების ვიცე-პრეზიდენტმა, დოქტორმა იუსუფ ჰეგაზემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქვეყნის მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე ესწრებოდა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics