21:16 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-23 15:53:29, 598 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ჰიდრომეტეოროლოგიის 170 წლის იუბილე აღინიშნება

23 მარტი  მსოფლიო  მეტეოროლოგიის დღეა. საქართველოში   ჰიდრომეტეოროლოგიის  170 წლის  იუბილე აღნიშნება.

გარემოსა და   ბუნებრივი რესურსების  დაცვის  მინისტრმა  ელგუჯა ხოკრიშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს  ჰოდრომეტეოროლოგებს პროფესიულ დღე მიულოცა და  ღვაწლმოსილი თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

დღესვე გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, მოწვეული სტუმრებისთვის ჰიდრომეტეოროლოგიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

მრავალწლიანი დაკვირვებების სისტემის აღდგენის მიზნით, მიმდინარე წელს მეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით მთელი რიგი სამუშაოები განხორციელდა.  საქართველოს მასშტაბით   30 ერთეული  ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების ავტომატურად გამზომი სტაციონალური ხელსაწყო-დანადგარი დამონტაჟდა.  რაც მეტეოროლოგიური პროგნოზის  გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 

ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური 1844 წელს თბილისის მაგნიტურ-გეოფიზიკური ობსერვატორიის ბაზაზე ჩამოყალიბდა, ხოლო 2004 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით ჩამოყალიბდა.

ღონისძიებას   დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და მოწვეული სპეციალისტები  დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics