|
2016-11-26 20:42:06, 747 ნახვა
პოლიტიკა
ქებურია „ოცნებას“: თქვენთვისაა საჭირო დამოუკიდებელი ტელევიზია, რომ თქვენი ყოველდღიურობა არ დაემსაგვსოს დღევანდელ გამოსვლებს
თქვენთვისაა საჭირო დამოუკიდებელი ტელევიზიის არსებობა, რომ თქვენი ყოველდღიურობა არ დაემსაგვსოს დღევანდელ გამოსვლებს, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძროაბის" დეპუტატმა ლელა ქებურიამ "ქართულ ოცნებას" რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ქებურიას განცხადებით "ქართულმა ოცნებამ" 4 წელი ოპოზიციის ოპოზიციაში გაატარა და დღეს აღმოაჩინეს, რომ მინისტრები და პარლამენტის წევრები არიან. როგორც ქებურიამ აღნიშნა, "ქართული ოცნება" ტყუის, როცა ამბობს, რომ განათლებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი გაიზარდა. ასევე, ტყუის, როცა ამბობს, რომ 245 ლარიანი ხელფასი 405 ლარამდე გაზარდეს. მისივე განცხადებით, "ოცნებამ" მოატყუა 45 000 სერთიფიცირებული მასწავლებელი, რომლებსაც ხელფასის გაზრდას დაფპირდნენ. ''შეურაცხყოფაზე და მოგონილ ბრალდებებზე ნამდვილად არ უნდა გვესაუბრებოდეთ და კარგი იქნებოდა მინისტრობის კანდიდატებს თუ მოუწოდებთ ეთიკურობისკენ. იმის გათვალისწინებით თუ რამდენად კრიტიკულად აღიქვამთ კრიტიკულ აზრს, როგორ განიცდით მწვავე კითხვების არსებობას, სწორედ თქვენთვისაა მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ტელევიზიის არსებობა, რომ თქვენი ყოველდღიურობა არ დაემსაგვსოს დღევანდელ გამოსვლებს. მიხარია, რომ წლევანდელი წელი განათლების წლად გამოცხადდა, ვისურვებდი არ იყოს პიარული სვლა, რომელიც თქვენი მინისტრობის კანდიდატს ახასიათებს. თავიდანვე ტყუილით იწყებთ, რომ განათლებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი გაიზარდა და სინამდვილეში ერთი თეთრით არ გაზრდილა და 30 000 000 ნაკლებია წინა წელთან შედარებით. თუ გამოვაკლებთ იმ 80 000 000, რომელიც ''ათასწლეულის'' ფონდისგან გრანტის სახით მიიღეთ, რომელსაც ხელი 2011 წელს მოეწერა. 2011 წელსვე თანხის მიზნობრიობა გაწერილი იყო. ასევე ტყუილს ამბობთ, 245 ლარიანი ხელფასი 405 ლარამდე გაზარდეთ, თუ გავითვალისწინებთ იმას რა გაუკეთეთ მავნებლური პოლიტიკით ლარს. 245 ლარიანი ხელფასი 150 დოლარის ექვივალენტი იყო და 405 ლარიანი ხელფასი 160 დოლარია. ასევე მოატყუეთ 45 000 სერთიფიცირებული მასწავლებელი, რომლებსაც დაჰპირდით ხელფასის გაზდას. იმ ფონზე, რომ ეს ადამიანები შეურაცხჰყავით, როდესაც ოთხკუთხედად შემოახაზინეთ ბიულეტინები და მშობელთა კრებები ატარებინეთ, რომ მხარი თქვენთვის დაეჭირათ. გილოცავთ, ეს თქვენი ''ნოუ ჰაუა'' მეგობრებო და თქვენი განათლების მინისტრი თვლის, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა ზღაპრებია, თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ მინისტრი მასწავლელებს ზღაპრებს უყვება'' - განაცხადა ლელა ქებურიამ.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)