|
2016-11-25 12:12:02, 2112 ნახვა
სამართალი კომენტარი
ომბუდსმენი: 10 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის პირობებში 13 ქალია მოკლული
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით 2016 წლის 25 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ მედიის წარმომადგენლებთან ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრეს. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია, გასულ წლებთან შედარებით ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და მათზე რეაგირების მაჩვენებლის გაზარდა, თუმცა პრობლემის მასშტაბების და სიმძაფრის გათვალისწინებით, შესაძლო რისკების პრევენციისა და თითოეულ შემთხვევაზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, 13 ქალი იქნა მოკლული ოჯახში ძალადობის პირობებში. კვლავ მაღალია ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილი ძალადობის რიცხვი, პოლიციამ 2000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა დაცვის ღონისძიება. მაგრამ სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახში შესაძლო ძალადობის შესახებ შეტყობინება სამართალდამცავ უწყებაში დანაშაულებრივ ქმედებამდე შევიდა თუმცა, დანაშაულის პრევენცია ვერ მოხერხდა. „ჩვენი შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში არ ხდება ძალადობის განმეორების რისკის შეფასება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება. არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის საქმეთა შესწავლისას გათვალისწინებული იქნას ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული ვითარება და ყველა შემთხვევაზე ქმედითი ღონისძიებები გატარდეს“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას და პარლამენტს ხელი შეუწყოს და დააჩქაროს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხებზე ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირება. ასევე, იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს, მოახდინონ ფემიციდის, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის დეფინიციის განსაზღვრა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. ერიკა კვაპილოვამ მხარი დაუჭირა სახალხო დამცველის მოწოდებას მთავრობის მიმართ შეიქმნას ფემიციდის მონიტორინგის სისტემა, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს არამარტო ამგვარი ფაქტების, არამედ მათი გამოძიების და დამდგარი განაჩენის შესახებ. „ამგვარი მონიტორინგის სისტემა მოემსახურება ქალთა მიმართ ძალადობის ამ უმძიმესი ფორმის შესახებ ცნობადობის გაზრდას, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გაძლიერებას და რაც უმთავრესია, ამ ტიპის დანაშაულის პრევენციას“, – განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა. სახალხო დამცველი უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის, დუბრავკა სიმონოვიჩის 2015 წლის მოწოდებას გაეროს წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომლის მიხედვითაც აუცილებელია მთავრობამ მიზანმიმართულად იმუშაოს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე და ამ მიზნით შექმნას გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობებზე ზედამხედველობის სისტემა, იგივე ფემიციდის მონიტორინგის სისტემა და ყოველი წლის 25 ნოემბერს წარმოადგინოს შემთხვევათა დეტალური ანალიზი.
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)