02:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 12:11:21, 643 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდება. ამ სიმბოლური ჟესტით თბილისი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდება, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 16 დღეს გრძელდება.

კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას სიმბოლურად ღირსშესანიშნავი ობიექტების  ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ  ღონისძიებებშიც სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს.

„თბილისის ერთ-ერთი სიმბოლოს განარინჯისფერებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში და თბილისის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ძალისხმევის მნიშვნელობას. სასიხარულოა, რომ საქართველოს დედაქალაქიც  ამ ტრადიციას შეუერთდება", - აცხადებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა  და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს. მიმდინარე წელს გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის მთავარი გზავნილს  წარმოადგენს: „გაანარინჯისფრე სამყარო - უზრუნველყავი თანხების მობილიზაცია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად", რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლაში ინვესტირების მნიშვნელობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics