17:49 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 18:36:52, 856 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპისა და ამერიკის საკითხებში ალან დუკანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპისა და ამერიკის საკითხებში ალან დუკანს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადა საოკუპაციო ხაზის მონახულებისათვის. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად იყოს წარმოდგენილი. 

„შეხვედრისას განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე იმ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც შემდგომში ხელს შეუწყობს ბრიტანეთის უფრო მეტ ჩართულობას საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ. 
 
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ასევე, ისეთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, როგორიცაა „ვორდროპის" დიალოგი, რომელიც  ორ ქვეყანას შორის შემდგომი ურთიერთობების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics