|
2016-11-22 16:20:02, 1338 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: მთავრობის შემადგენლობაში ვიქტორ დოლიძის ყოფნა მაღალი პოლიტიკური კულტურის ნიშანია
„ის, რომ მთავრობის შემადგენლობაში არის ვიქტორ დოლიძე, ვფიქრობ, არის მაღალი პოლიტიკური კულტურის,დემოკრატიის ნიშანი და მთავრობის შიგნით ღიაობის მაღალ სტანდარტს აჩვენებს“,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. "პარლამენტის ბიურო გადაწყვეტს გრაფიკს და ვეცდებით, რომ კვირის ბოლომდე დავასრულოთ სავალდებულო პროცედურები. ვფიქრობ, რომ პრემიერმა ძალიან კარგი გუნდი დაასახელა. ის, რომ მთავრობის შემადგენლობაში არის ვიქტორ დოლიძეც, ვფიქრობ, არის მაღალი პოლიტიკური კულტურის, დემოკრატიის ნიშანი და მთავრობის შიგნით ღიაობის მაღალ სტანდარტს აჩვენებს. აჩვენებს, რომ მთავრობა არ არის ჩაკეტილი ერთი პოლიტიკური პარტიის ფარგლებში, ეს ძალიან კარგი ნაბიჯი, კარგი განაცხადი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)