12:59 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 23:04:25, 791 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებით კომპეტენტურია ეკონომიკური მიმართულებით

არსებული პოლიტიკური გუნდი, პრემიერ-მინისტრი, გამომდინარე იმ ცოდნიდან, რაშიც ის კომპეტენტურია განსაკუთრებით, ეს არის ეკონომიკური მიმართულება, - ამის შესახებ გიორგი მარგველმაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

პრეზიდენტმა კონკრეტული მიმართულებები ჩამოთვალა, თუ სად ხედავს მთავრობის ხელშეწყობას ეკონომიკური განვითარების კუთხით. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური გუნდი ძალიან ძლიერია. ბიზნესმენები კეთილგანწყობილები არიან კვირიკაშვილის მიმართ, ასევე ქვეყანას ჰყავს ახალი პროფესიული ეროვნული ბანკი, რომელიც თანამშრომლობს მთავრობასთან და ქვეყანას გააჩნია ძალიან ლიბერალური შრომის კოდექსი გვაქვს. 

​„მოდით შევხედოთ მთავრობას, რომელიც ხვალ იქნება წარმოდგენილი: მათ გააჩნიათ სულ ახლახან განახლებული ძლიერი პოლიტიკური მანდატი, მე ვიტყოდი ძალიან ძლიერიც კი, საკონსტიტუციო უმრავლესობის თვალსაზრისით. არსებული პოლიტიკური გუნდი, პრემიერ-მინისტრი, გამომდინარე იმ ცოდნიდან, რაშიც ის კომპეტენტურია განსაკუთრებით, ეს არის ეკონომიკური მიმართულება. ძლიერია მისი ეკონომიკური გუნდი. ბიზნესსაზოგადოების მხარდაჭერა ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირებულია. არამარტო დაფიქსირებულია, პირადად მე, როდესაც ბიზნესმენების აზრს ვისმენ, ისინი კეთილგანწყობილები არიან კვირიკაშვილის მიმართ. მთავრობის თანამშრომლობა ეროვნულ ბანკთან - თუ აქამდე მუდმივად იყო საუბარი გარკვეულ გადაბრალებებზე, ახლა ჩვენ გვყავს ახალი პროფესიული ეროვნული ბანკი, რომელიც თანამშრომლობს მთავრობასთან. შრომის კოდექსის თვალსაზრისით, ძალიან ლიბერალური შრომის კოდექსი გვაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics