|
2016-11-16 15:49:45, 1291 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კელი: გვინდა, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, როგორც დასავლური საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა
"ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, როგორც დასავლური საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა და დემოკრატიულმა ქვეყანამ", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ დედოფლისწყაროში, ახალი სასაზღვრო სექტორის შენობის გახსნაზე განაცხადა. კელის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში რამდენიმე ინვესტიცია განახორციელა. "ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, როგორც დასავლური საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა და დემოკრატიულმა ქვეყანამ. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, თუ საზღვრები სრულად არ იქნება დაცული, ასევე, ვიდრე საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული არ იქნება. სწორედ ამიტომ ჩვენ აქ, ამ ობიექტზე ინვესტირება განვახორციელეთ. ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამით და ველოდებით, რომ მსგავს ღონისძიებებში კიდევ მივიღებ მონაწილეობას“, - განაცხადა კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)