18:50 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 13:23:20, 694 ნახვა

საზოგადოება
ავჭალის დასახლებაში გამწვანების აქცია გაიმართა

საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ავჭალის დასახლებაში გამწვანების აქცია გაიმართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ლიბანის ქუჩის პირველ შესახვევსა და სარაჯიშვილის #7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერებში გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა 50-მდე ძირი ჰორიზონტალური კვიპაროსი დარგეს.

სკვერში ხეების დარგვა მცენარეების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის საჭირო პროცედურების სრული დაცვით განხორციელდა. ახლადდარგული ხე-მცენარეების მონიტორინგსა და მოვლა-პატრონობას გამგეობის გამწვანების სპეციალისტები უზრუნველყოფენ.

საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ნერგების დარგვა, რაიონის მასშტაბით, კიდევ არა ერთ სკვერში იგეგმება.

გამწვანების სეზონური ღონისძიებები თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში აქტიურ ფაზაშია. ქალაქის მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვაა დაგეგმილი.

საშემოდგომო რგვების პროცესი ქალაქში დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics