18:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 13:07:46, 695 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამები ბორჯომშიც დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამები, ქალაქ ბორჯომის იუსტიციის სახლშიც დაიწყო.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" წარმომადგენლებმა,  ადგილობრივი სკოლების 35 მოსწავლეს  ახალგაზრდული პროგრამები გააცნეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

შეხვედრაზე წარდგენილი იყო ის ძირითადი პროგრამები, რომლებსაც ცენტრი სხვადასხვა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ატარებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, პირადად ჩართულიყვნენ პრეზენტაციის პროცესში. ახალგაზრდებისთვის  პირველი ტრენინგი ადამიანის უფლებების შესახებ ჩატარდა, რომელიც გუნდური სავარჯიშოებისა და დისკუსიის საშუალებით მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. დასასრულს, მოსწავლეებმა განსაზღვრეს ის თემები, რომლებზეც სამომავლოდ ტრენინგის ჩატარებას ისურვებდნენ.

ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, ამიერიდან, ქალაქ ბორჯომის ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებს, შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ სამართლებრივი ლექცია/სემინარები, ტრენინგები არაფორმალური განათლების მიმართულებით, დაესწრონ საჯარო ლექციებს.  თეორიული მასალის გარდა, დაგეგმილია გუნდური თამაშები, სახალისო სავარჯიშოები, ფილმის ჩვენება-დისკუსია და სხვა.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამები უკვე 18 ქალაქში მიმდინარეობს.  მათი მიზანია 14-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და  მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა და სხვა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics