17:13 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 14:04:47, 668 ნახვა

საზოგადოება
კაპანაძე ლარის კურსზე: უმთავრესი მიზეზი მთავრობის მხრიდან იმ ფულის ხარჯვაა, რომელიც არ არსებობს

 „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენელი სერგი კაპანაძე ლარის კურსის ვარდნის მიზეზებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის უმთავრესი მიზეზი მთავრობის მხრიდან იმ ფულის ხარჯვაა, რომელიც რეალურად არ არსებობს.

კაპანაძის თქმით, ლარის კურსის მკვეთ გაუფასურებას რამდენიმე მიზეზი გააჩნია.

„ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ, რომ ლარი მკვეთრად უფასურდება, რასაც რამდენიმე მიზეზი გააჩნია, თუმცა ყველა მათგანი ხელისუფლების უმოქმედობასთანაა დაკავშირებული.  ვხდავთ რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია. აქ საუბარი მხოლოდ ექსპორტისა და ინვესტიციების შემცირებაზე არაა. მთავარი ფაქტორი ისაა, რომ ქვეყანაში ნაკლები დოლარი შემოდის. ასევე, ის ნაბიჯები, რომელსაც კონკრეტულად მთავრობა დგამს - ისინი ხარჯავენ იმ ფულს, რომელიც რეალურად არ გააჩნიათ და ამასთან, იღებენ შიდა ვალს.  ზოგადად ვალი, რომელიც ქვეყანას გააჩნია მთლიანი სიდა პროდუქტის 42%-ა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება შიდა ვალს, მან 168 მილიონით მეტი შეადგინა, ვიდრე  დაგეგმილი ჰქონდათ.  რეალურად არ არსებული ფულის ხარჯვა, ლარის გაუფასურების პირდაპირი მიზეზია. ნაკლები ფული შემოდის და მეტი იხარჯება. ამას მოჰყვება ეროვნული ბანკის ინტერვენცია, რაც გასაგებია, რადგან მას სურს შეაკავოს გაუფასურება, მაგრამ შედეგი არის ის, რომ ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიდოში თითქმის 200 მილიონი ლარია დახარჯული. ლარის გაუფასურება მხოლოდ საგარეო ეფიმერული ფაქტების ბრალი არაა, ესაა კონკრეტული, არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს. რაც ყველაზე ცუდია, არ ჩანს რომ მათ ეს  გაცნობიერებული  აქვთ და  რაიმის შეცვალას აპირებენ. ამბობენ, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება“,-განაცხადა კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, აღნიშნულ სიტუაციაში გამოსავალი არათანაბარი ხარჯის შემცირება და შიდა ვალების აღების ტემპის დაგდებაა.

„ჩვენ მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს უფრო აქტიურად დაიკავონ პოზიცია, როცა ხედავენ რომ ლარის გაუფასურება ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის ბრალია. გამოსავალი ამ არათანაბარი ხარჯის შემცირება, შიდა ვალების აღების ტემპის დაგდება და ხელისუფლების მხრიდან მთელ რიგ ბიუროკრატიულ ხარჯებზე უარის თქმაა“,-დასძინა  კაპანაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics