|
2016-11-10 16:57:43, 755 ნახვა
საზოგადოება
ინოვაციების სააგენტო საუნივერსიტეტო პრე-აქსელერატორის პროგრამას იწყებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უნივერსიტეტებში ინოვაციური სტარტაპების გენერირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით ,,საუნივერსიტეტო პრე-აქსელერატორის’’ პროგრამას იწყებს. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ინოვაციური სტარტაპები ქვეყნის ეკონომიკის საყრდენ ძალას წარმოადგენს, ამ სექტორს საქართველოში განვითარების დიდი პერსპექტივა და შესაძლებლობები აქვს. მათივე ცნობით, პრე-აქსელერატორები ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის ბაზაზე ინოვაციური სტუდენტური ბიზნეს ინიციატივების აღმოჩენას, განვითარებას და ზრდის ხელშეწყობის მიზნით დამატებით რესურსებთან დაკავშირებას, რაც სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პრე-აქსელერატორი არის ტრენინგებისა და მენტორშიპის 3-4 კვირიანი ინტენსიური კურსი, რომელიც დაეხმარება სტარტაპს ბიზნეს იდეების დახვეწაში, საჭირო ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში. პროგრამის გავლის შემდეგ სტარტაპს თამამად შეეძლება წარსდგეს ინვესტორთა წინაშე და მოიპოვოს დაფინანსება. მსოფლიოს მასშტაბით პრეაქსელერატორი აღიარებულია, როგორც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელოვანი საშუალება. პროგრამის საპილოტე ეტაპი მიმდინარე წლის ბოლომდე 5 - წამყვან უნივერსიტეტსა და მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორია ,,ჯეოლაბში’’ განხორციელდება. პროგრამაში ჩართულები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პრე-აქსელერატორის პროგრამა 5-ვე უნივერსიტეტსა და ,,ჯეოლაბში’’ პარალელურ რეჟიმში განხორციელდება, რის ფარგლებშიც უნივერსიტეტებში სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში მოხდება სტუდენტური სტარტაპების აქსელერაცია, მათი ბიზნეს იდეების დამუშავებისა და დახვეწის მიზნით. პროგრამაში ასევე ჩართულები არიან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მენტორთა ქსელის წევრები. ,,საუნივერსიტეტო პრე-აქსელერატორის’’ პროგრამის დასასრულს, საუკეთესო სტარტაპები პოტენციური ინვესტორებისა და სპეციალურად მოწვეული სტუმრების წინაშე საერთო ე.წ დემო დღეზე საკუთარი პრეზენტაციებით წარსდგებიან, რომელიც 2016 წლის 24 დეკემბერს ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7) გაიმართება. ცნობისთვის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 4 ნოემბერს ტექნოპარკში პრე-აქსელერატორის მენეჯერთა ტრენინგი გამართა. ტრენინგის განმავლობაში სააგენტოს მიერ მოხდა ინკუბატორის, აქსელერატორისა და სხვადასხვა სტარტაპ პროექტების ორგანიზების გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო მაგალითების განხილვა. ტრენინგში ასევე მონაწილეობა მიიღო ესტონური სტარტაპ აქსელერატორის, Startup Wise Guy - ის მმართველმა დირექტორმა, კალუმ ქემერონმა. პრე-აქსელერატორის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად პროგრამის წარმატებით განხორციელება, პროგრამის მთავარი მიზანია სტუდენტებმა აქციონ თავიანთი იდეები რეალობად, სააგენტო ინოვატორ სტუდენტებს მუდამ აძლევს შესაძლებლობას გაიღრმავონ ცოდნა და გამოიყენონ ის პრაქტიკაში. მათ აქვთ შანსი განივითარონ ის უნარები, რომელიც მომავალში წარმატებული სტარტაპის შექმნისათვის გამოადგებათ და აისახება ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე. (NS)
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)