2016-11-09 16:40:28, 839 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში სკვერების რეაბილიტაცია გრძელდება
დიდუბის რაიონში დაზიანებული მოსასვენებელი სკვერების რეაბილიტაცია გრძელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქურდიანის ქუჩა 4-სა და 6 ნომრებში, ასევე დიღმის მასივის მე-4 კვარტლის 21 და მე-3 კვარტლის 26-ე კორპუსებთან, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სკვერების რეაბილიტაციას ახორციელებს.
მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდგომ შეიცვლება დაზიანებული დეკორატიული ფილები, სანაგვე ურნები, საპარკე სკამები, საბავშვო ატრაქციონები, საჩრდილობლები და ა.შ.
სკვერების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა 9 მისამართზე.
კონტრაქტორმა კომპანიამ მთლიანად განაახლა სკვერებში არსებული ამორტიზებული ინვენტარი.
2016 წლის განმავლობაში დიდუბის რაიონის გამგეობამ 8 ახალი სკვერი მოაწყო, ხოლო 51 სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან