14:05 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-05 21:23:38, 827 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში 45 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, 45 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მას ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. 

თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი ლომბარდში მუშაობდა და სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას უცნობმა პირმა ესროლა. 

,,პოლიეთილენის პარკით საჭმელი მიჰქონდა და უცებ ვიღაც მამაკაცი მოახტა ზურგზე. თავიდან წინააღმდეგობა გაუწია, შემდეგ კი უცნობმა ესროლა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა“, - აცხადებენ თვითმხილველები. 

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics