|
2016-11-05 16:17:06, 847 ნახვა
საზოგადოება
მახათას მთაზე ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყო
მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სულ 2600 ძირი ზეთისხილის ნერგი დაირგვება. ზეთისხილის ბაღების გაშენების პროცესში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შვილებთან ერთად მიიღო. გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, ნინო სულხანიშვილი და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა. ზეთისხილის ნერგები თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმაც დარგეს. გამწვანების აქციას სულ 250 სტუდენტი შეუერთდა. თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ახალგაზრდების ჩართვა მსგავს ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, თითოეული ჩვენგანის საცხოვრებლად, უკეთესი გარემო ერთობლივი ზრუნვით უნდა შეიქმნას. “მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზეთისხილის ნერგები, რომლებსაც მახათას მთაზე ვრგავთ საკმაოდ მოზრდილი და მსხმოიარეა. მომდევნო წლიდან ეს ნერგები უკვე ნაყოფს მოისხამს. ამით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. ერთის მხრივ, ვამწვანებთ ჩვენს ქალაქს, მეორეს მხრივ კი ეს ტერიტორია სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ზეთისხილის ნერგები, კონტრაქტორმა კომპანიამ თურქეთიდან ჩამოიტანა და ნარგავების მოვლა-პატრონობას ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. საშემოდგომო რგვების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში სულ 80 000 ხე-მცენარე დაირგვება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)