|
2016-11-04 16:23:25, 821 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გორში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან, იოსებ ოქრომელიძესთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, შპს ,,ჯეოკონცენტრატის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია ,,ჯეოკონცენტრატს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტომ 20 067 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად გადასცა და კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნა. უწყების ინფორმაციით, საწარმოში ჯამში განხორციელდა 1 200 000 ლარის ინვესტიცია, აქედან 650 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარებისა და გაფართოებისთვის. ,,საქართველოს ძლიერი გადამამუშავებელი აგრომრეწველობის ტრადიცია აქვს. შიდა ქართლი ამ კუთხით ყოველთვის გამორჩეული რეგიონი იყო. ქვეყანას აქვს რესურსი ნედლეულის - ხილის და ბოსტნეულის წარმოებისთვის, რისი ათვისებაც მაქსიმალურად უნდა მოხდეს და გადამამუშავებელი წარმოება განვითარდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში გაიხსნა 18 ახალი და გაფართოვდა 64 საწარმო. რეგიონში გახსნილ ახალ საწარმოებში ჯამში 8,391,023 აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო პროექტების ფარგლებში შექმნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოები ადგილობრივი, რეგიონული ეკონომიკის განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებას უწყობს ხელს. როგორც კომპანია ,,ჯეოკონცენტრატის“ დამფუძნებელმა, ივანე გოგლიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საწარმოში 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული. სეზონურად დამატებით 25 ადამიანის დასაქმდება მოხდება. ,,საწარმოს სიმძლავრე დღეში 10 000 - 12 000 ქილა კომპოტისა და მწნილის წარმოება იქნება. 2017 წელს დაგეგმილი გვაქვს დამატებითი ხაზებისა და დანადგარების დამატება და წარმოების გაზრდა“, - განაცხადა შპს ,,ჯეოკონცენტრატის“ დამფუძნებელმა. კომპანია წარმოებულ პროდუქციას სახელით - ,,ბენეფიტ ბატონო“ გამოუშვებს. პირველ ეტაპზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილებრივ ბაზარზე მოხდება. 2017 წლიდან პროდუქცია ექსპორტზე გავა. შპს ,,ჯეოკონცენტრატის“ საწარმო გამოუშვებს ჯონჯოლის, კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, კომბოსტოს, ნივრის მწნილებს, ასევე ჟოლოს, ალუბლის, თეთრი ბლის, ატმის, შინდის, ღოღნოშოს, მარწყვის, ფეიხოიას, ვაშლის, კომშის, ტყემლის კომპოტებს. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბარებს. (NS)
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)