08:16 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 15:32:38, 1914 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ზაზა თავაძის მოადგილეები აირჩია

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის მოადგილეები თეიმურაზ ტუღუში და ლალი ფაფიაშვილი იქნებიან.

კოლეგიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პირველი მოადგილე მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი, ხოლო მეორე მოადგილე თეიმურაზ ტუღუში გახდნენ.  

საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობა კი მერაბ ტურავამ დაიკავა.

ახალი თავმჯდომარეები პლენუმის სხდომაზე აირჩიეს. მათ ასარჩევად კოლეგიას რამდენიმე საათიანი მსჯელობა დასჭირდა და ყველა მათგანმა ხმათა უმრავლესობა ანუ 5 მოსამართლის მხარდაჭერა მიიღო.

ამასთან, ცნობილია, რომ კოლეგიებიც დაკომპლექტდა. პირველ კოლეგიას, რომელსაც ლალი ფაფიაშვილი უხელმძღვანელებს,  მასთან ერთად ამ კოლეგიაში იქნებიან გიორგი კვერენჩხილაძე, მერაბ ტურავა და მაია კოპალეიშვილი.

მეორე კოლეგია კი სამი მოსამათლისგან ირინა იმერლიშვილის, თეიმურაზ ტუღუშის და თამაზ ცაბუტაშვილისგან შედგება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics