14:02 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 16:09:06, 1674 ნახვა

ეკონომიკა
ბელგრადში საქართველოს სამეწარმეო-საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართა

სერბეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა, ბელგრადის  „ბიზნეს-კლუბში", საქართველოს სამეწარმეო-საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია წარმოადგინა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, პრეზენტაციას ესწრებოდნენ მსხვილი სერბული კომპანიებისა და ბიზნეს-ჯგუფების ხელმძღვანელები, ასევე სერბეთის ეკონომიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პირები.

პრეზენტაციის მონაწილეებმა იხილეს წამყვანი ბერძნული კომპანია „Muzenidis Group"-ის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული სარეკლამო ფილმი. შეკრებაზე გავრცელდა ბროშურები და სხვა საინფორმაციო მასალა საქართველოს ტურისტული, კულტურული, რელიგიური და სამეწარმეო სფეროების შესახებ.

იოსებ ნანობაშვილი სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა სერბეთის პატრიარქს, მის უწმინდესობა ირინეოსს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთის პატრიარქების უაღრესად თბილ ურთიერთობებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ორ ქვეყანას შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების საკითხში. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო-სერბეთის ორმხრივი ურთიერთობების არაერთი აქტუალური საკითხი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
უკრაინამ თათარსტანსა და სამარის რეგიონში მსხვილ ნავთობქიმიურ ქარხნებს შეუტია
ბოჭორიშვილი სავიზო დიალოგზე: პოზიციები გავცვალეთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics