21:14 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 10:39:47, 719 ნახვა

პოლიტიკა
თეთრი სახლი: არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმის ლიდერია

საპარლამენტო არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმის ლიდერია, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოსახლეობას  საპარალამენტო არჩევნების წარმატების დასრულებას ულოცავს.

„აშშ ულოცავს საქართველოს მოსახლეობას გუშინდელი საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია. აღვნიშნავთ, რომ ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა როგორც 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები, ისე 30 ოქტომბერს გამართული მეორე ტური როგორც კონკურენტული და ადმინისტრირებული კანდიდატებისა და ამომრჩევლების უფლებების პატივისცემით”, - აღნიშნლია თეთრი სახლის განცხადებაში.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამს ძალადობისა და დაშინების ცალკეული ინციდენტების გამო და ხელისუფლებას მათი გამოძიებისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics