16:13 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 17:01:14, 738 ნახვა

პოლიტიკა
15:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე მაღალი აქტივობა მცხეთაში, ყველაზე დაბალი კი გორში ფიქსირდება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა.

როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე  ამომრჩეველთა აქტივობამ 25.3% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 626954  ამომრჩეველია.

რაც შეეხება ოლქების მიხედვით აქტივობას,  საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი კვლავ 37- ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მცხეთის საოლქო- საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 43% შეადგინა.

ასევე,  50 მაჟორიტარულ ოლქს შორის ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 50-ე მაჟორიტარული ოლქის  ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე (38.7%) და ბაღდათი-ხარაგაულის საოლქო-საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიებზე (36.3%).

15 საათის მდგომარეობით, ყველაზე დაბალი აქტივობის მაჩვენებლი დაფიქსირდა 41-ე მაჟორიტარული ოლქის გორის საოლქო-საარჩევნო  კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე- 14% და ასევე მე-9 მაჟორიტარული ოლქის ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე და ამომრჩეველთა აქტივობამ იქ  16.8% შეადგინა.

ცესკო-ს ინფორმაციით,  ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics