|
2016-10-30 12:21:04, 641 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძის ინფორმაციით, მარნეულის 50-ე უბანზე ენმ-ს საარჩევნო პროცესის ხელოვნურად ჩაშლა აქვს განზრახული
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მათ აქვთ მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს განზრახული, მარნეულის 50-ე საარჩევნო უბნის ხელოვნურად ჩაშლა, ამის შესახებ ირაკლი კობაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობას" აფრთხილებს, რომ ასეთი ქმედება საარჩევნო პროცესში არ დაუშვან. "მოვუწოდეთ ჩვენს დამკვირვებლებს, ჩვენს წარმომადგენლებს, რომ მარნეულის 50-ე უბანზე მსგავსი ქმედება არ დაუშვან. ეს არის სრულიად დაუშვებელი", - განაცხადა კობახიძემ. ამასთან, კობახიძემ არჩვნების მიმდინარეობის პროცესს გამოეხმაურა, მან აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები ამ დროისთვის არ ფიქსირდება. ირაკლი კობახიძე გუშინ ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა. "კიდევ ერთხელ გამოვეხმაურები გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გავრცელდა, რაზეც ყურადღება გაამახვილეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საქმე ეხება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ოცნების დავალებით საჯარო მოხელეებს ევალებათ ოთხკუთები ფორმით ბიულეტენის შემოხაზვა. ეს არის დეზინფორმაცია და ჩვენ ამაზე გუშინაც გავაკეთეთ განცხადება. მსგავსი რამ ჩვენი მხრიდან არ მომხდარა, ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ", - განაცხადა კობახიძემ. მანვე დასძინა, რომ არჩევნებზე მოქალაქეების აქტივობა არის საკმაოდ დაბალი. კობახიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საკადრისი პასუხი გაეცეს ჩვენს ქვეყანაში ძალადობას და ძალიან მნიშნველოვანია, რომ გამყარდეს ის გამარჯვება, რაც ყველამ ერთად მოვიპოვეთ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევებში", - განაცხდა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, უმნიშვნელოვანესია
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)