11:15 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 19:33:08, 755 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: NATO ამბობს, რომ კარი ღიაა, მაგრამ არ გიღებთო

NATO შემოდის საქართველოში, ამბობს, რომ NATO-ს კარი ღიაა, მაგრამ არ გიღებთ, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ინაშვილის განცხადებით, ქვეყანას ნებისმიერი ისეთი ორგანიზაცია სჭირდება, რომელიც სუვერენიტეტს დაიცავს და რისკების წინაშე არ დააყენებს ქვეყანას.

"NATO შემოდის საქართველოში, ამბობს, რომ NATO-ს კარი ღიაა, მაგრამ არ გიღებთ. გვიღებს ჩვენ NATO? სიმართლე ვუთხრათ ხალხს. რასაც ამბობს, ნატოს გენმდივანი, მერკელი, ობამა. კი ბატონო ვითანამშრომლოთ, მაგრამ კარს არ გვიღებს ნატო. ჩვენი ქვეყანა კი რისკების ქვეშ დგას. NATO ვერ ახერხებს დაიცვას ჩვენი ქვეყანა. NATO რომ წევრობას არ გვთავაზობს, ამას ხალხს არ ეუბნებიან. წლების წინ უნდა მივეღეთ NATO-ს, ამასობაში მიწები დავკარგეთ. ნებისმიერი ისეთი ორგანიზაცია გვინდა, რომელიც ჩვენ სუვერენიტეტს დაიცავს, რისკების წინაშე კი არ დააყენებს ქვეყანას,"- აცხადებს ინაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics