|
2016-10-26 16:58:28, 921 ნახვა
პოლიტიკა
ალექსი ბარბაქაძე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ალექსი ბარბაქაძე დაინიშნა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ უშიშროების საბჭოდან აცნობეს. ალექსი ბარბაქაძე 1966 წლის 7 იანვარს დაიბადა. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1997 წლიდან გაიარა ბუნდესვერის ბატალიონის სამეთაუროკურსები (ოცმეთაური, ასმეთაური, ბატალიონის მეთაური), ხოლო 1999 წლიდან - ლოგისტიკის სამეთაურო კურსები (ლოგისტიკისპოლკი, სასაწყობომეურნეობა, ლოგისტიკის სარდლობა). 2001-2002 წლებში წარჩინებით დაამთავრა ბუნდესვერის გენ.შტაბის აკადემია. 1991 წლიდან მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული დაზვერვისა და უშიშროების სამმართველოში; 1992-1993 წლებში იყო დაზვერვის ბატალიონის უფროსი. 1993 წელს - სწრაფი რეაგირების კორპუსის განყოფილების უფროსი, ეროვნული გვარდიის სარდალი - შემდგომში საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარმიო კორპუსის მეთაური, 1994-1995 წლებში - შსს-ს შინაგანი ჯარის სარდლის I მოადგილე, 1995-1997 წლებში - საქართველოს შეირაღებული ძალების გვარდიის მთავარი სამმართველო 1997-1998 წლებში - პრეზიდენტის მთავარი სამხედრო ინსპექციის წევრი, 1998-2001 წლებში - თავდაცვის სამინისტროს ზურგის მთავარი სამმართველოს უფროსი, 2003–2004 წლებში - თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი, 2004-2005 წლებში - J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი, 2014 წლიდან პრეზიდენტის მრჩეველი მონაწილეობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოებულ ბრძოლებში. ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებისა და დედოფლისწყაროსა და საგარეჯოში ნავთობით მდიდარ სტრატეგიულ რესურსებზე სახელმწიფოს კონტროლის აღდგენის ოპერაციებს. ალექსი ბარბაქაძე არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სტრატეგიისა და რეფორმის ავტორი. შემუშავებული აქვს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის კონცეფცია. 2005 – 2006 წლებში, სტრატეგიული კვლევის ცენტრში კითხულობდა ლექციებს კონფლიქტოლოგიასა და ოსეთის შესაძლო კრიზისის განვითარების თაობაზე. ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)