12:48 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 16:00:16, 1464 ნახვა

ეკონომიკა
კობა გვენეტაძემ ბოლო პერიოდში სავალუტო ინტერვენციების განხორციელების მიზეზები განმარტა

ეროვნული ბანკის სტრატეგიის მიხედვით, სებ-ს აქვს ზუსტად ის მანდატი, რომ მაშინ როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები და ეროვნული ბანკის რეზერვები ამის საშუალებას იძლევიან, ინტერვენციები განახორციელოს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის დირექტორმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ინტერვენციები ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეულ დიდ მერყეობებს ამცირებს.

"მოგეხსენებათ, იყო რამდენიმე ერთჯერადი ფაქტორი. ასევე იყო მოლოდინი არჩევნებისადმი. არჩევნები ქვეყნისთვის არის შოკი. აქედან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ინტერვენციები განეხორციელებინა. ეს ინტერვენციები პირველად არ მომხდარა. იმ შემთხვევაში თუ ფუნდამენტურმა ფაქტორებმა მოგვცა ამის საშუალება რა თქმა უნდა ინტერვენციებს მომავალშიც განვახორციელებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში, როდესაც იქნება კურსის მერყეობა ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, 25 აგვისტოდან დღემდე, სებ-მა სავალუტო აუქციონზე 180 მილიონი დოლარი გაყიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი სავიზო დიალოგზე: პოზიციები გავცვალეთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება
კობახიძე: ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევაც ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს
კობახიძე: ჩავკეტეთ შანტაჟის ყველა გზა, დარჩა თეორიული ინსტრუმენტი - ვიზალიბერალიზაცია
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics