05:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 17:08:31, 768 ნახვა

საზოგადოება
სესიაშვილი: შესაძლებლობა თუ მომეცემა, სიამოვნებით ვიმუშავებ უშიშროების საბჭოს ნებისმიერ ახალ მდივანთან

შესაძლებლობა თუ მომეცემა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ფორმატში გავაგრძელო მუშაობა, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვიმუშავებ ნებისმიერ ახალ მდივანთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს ახალ მდივანთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

სესიაშვილის თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭო არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, შესაბამისად, მისი მდივნის დანიშვნა მთლიანად არის პრეზიდენტის პრეროგატივა.

„თუკი შესაძლებლობა მომეცემა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ფორმატში გავაგრძელო მუშაობა, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვიმუშავებ ნებისმიერ ახალ მდივანთან. მიუხედავდ იმისა, რომ მას პიროვნულად არ ვიცნობ, არ მქონია მასთან შეხება, წარმატებას ვუსურვებ. გამიჭირდება ვისაუბრო მის კომპტენციაზე. კომპეტენცია, მომწონს თუ არ მომწონს, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ვისურვებდი, რომ ჩვენი თანამშრომლობა იყოს ნაყოფიერი. კომპეტენციის საკითხი დგას თუ მისი წარსული, ეს იყო მთლიანად პრეზიდენტის გადასაწყვეტი. გიორგი მარგველაშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და მე მას ვუსურვებ წარმატებას”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დანიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics