2016-10-23 01:34:47, 885 ნახვა
პოლიტიკა
საბოლოო შედეგების თანახმად, ყიზილაჯლოში ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა 381 ხმა მიიღო, ”ოცნების” კანდიდატმა 313
საბოლოო შედეგების თანახმად, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბნის ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა 381 ხმა მიიღო, ”ქართული ოცნების” კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა კი 313.
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იაკობ ასანიძემ განმარტებით, აღნიშნულ მონაცემებში არ არის ასახული გადასატანი ყუთის ბიულეტენები, რომლის დათვლაც საოლქო საარჩევნო კომისიაში მოხდება.
მისივე განმარტებით, გადასატან ყუთში სულ 33 ბიულეტენია მოთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.
მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, #48-ე უბანზე სულ 9 საჩივარია დაწერილი და მათი განხილვა 24 ოქტომბერს მოხდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან