04:27 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 13:59:56, 679 ნახვა

პოლიტიკა
მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრების ბიუროების საქმიანობაზე 2013-14-15 წლებში 12 065 777 ლარი გაიხარჯა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2016 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. 

ორგანიზაციის ინფორმაციით,   მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრების ბიუროების საქმიანობაზე 2013-14-15 წლებში 12 065 777 ლარი გაიხარჯა.

„წლების მიხედვით ბიუროებისათვის გამოყოფილი დაფინანსება გადანაწილდა შემდეგნაირად: 2013 წელს  66 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ჯამში გამოეყო 4 085 496 ლარი. აქედან, გაიხარჯა 3 677 212 ლარი, ხოლო გასახარჯი დარჩა 408 284 ათასი ლარი.

2014 წელს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსება ჯამში შეადგენდა 4 794 883 ლარს.  დაიხარჯა 4 199 367 ლარი;

ნაშთის სახით დარჩა 595 515 ლარი.

2015 წელს მაჟორიტარი 73 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დაფინანსება ჯამში შეადგენდა 4 750 741 ლარს. გაიხარჯა: 4 189 198 ლარი ნაშთის სახით დარჩა: 561.543 ლარი“,-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics