03:53 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 17:18:49, 1299 ნახვა

საზოგადოება
უბედური შემთხვევა თბილისის მეტროში-მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

თბილისის მეტროში, სადგურ „ნაძალადევის“ მეორე ხაზზე, დღეს,  15:57 საათზე,  უბედური შემთხვევა მოხდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ვაგონიდან გამოსულ შუახნის მამაკაცს, რომელმაც არ დაიცვა მგზავრობის უსაფრთხოების წესები,  მოძრავი შემადგენლობა დაეჯახა.

„მამაკაცს ადგილზე, დროულად,აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ამ მომენტისათვის, თბილისის მეტრო მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება, გარდა ნაძალადევის სადგურისა. ადგილზე,გამოძიების მიზნით,მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო“,-ნათქვამია განცხადებაში.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics