02:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 16:55:20, 722 ნახვა

საზოგადოება
,,მსოფლიო სურსათის დღე“ საქართველოშიც აღინიშნება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს 12:00 სთ-ზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“,   ,,მსოფლიო სურსათის დღისადმი“  მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. 

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით,  წელს,  “მსოფლიო სურსათის დღის” მთავარი თემა კლიმატის ცვლილებაა. 

აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2016 წელი  პარკოსანი კულტურების საერთაშორისო წლად ოფიციალურად გამოაცხადა.

 შესაბამისად,  მიმდინარე წელს  ,,მსოფლიო სურსათის დღე“, რომელიც გაეროს წევრი ქვეყნების მიერ ყოველწლიურად აღინიშნება,  კლიმატის ცვლილებებსა და პარკოსან  კულტურებს მიეძღვნება.

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი გახსნიან. 

 ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ  ევროპული სკოლი მოსწავლეები,  რომლებიც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მიმართულებით  ახალი თაობის ხედვას და კონცეფციას წარმოადგენენ.   

ღონისძიების ფარგლებში, შეფ-მზარეული მანუელ ბარანდა თანამედროვე კულინარიაში ტრადიციული ქართული პარკოსანი კულტურების გამოყენებაზე ისაუბრებს.

სტუმრებს საშუალება მიეცემათ  სპეციალურად ამ დღისთვის, პარკოსნებით მომზადებული ტრადიციული ქართული და ევროპული  კერძები დააგემოვნონ.

“მსოფლიო სურსათის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებას  საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics