|
2016-10-18 14:34:31, 1292 ნახვა
ეკონომიკა
სს "პროგრეს ბანკს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა
სს "პროგრეს ბანკს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს. სებ-ის ინფორმაციით, სს "პროგრეს ბანკის" აქციონერთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ. „აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "პროგრეს ბანკს" გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ლიკვიდაციის პროცესში სს "პროგრეს ბანკი" არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნება. როგორც ცნობილია, 2016 წლის სექტემბერში სს "პროგრეს ბანკის" აქტივებისა და ვალდებულებების დიდი ნაწილი სს "თიბისი ბანკმა" შეიძინა. ეროვნული ბანკის შეფასებით, სრულად დაკმაყოფილდება ბანკში დარჩენილ კრედიტორთა, პირველ რიგში კი - დეპოზიტართა მოთხოვნები“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. სებ-ი ბანკის ლიკვიდატორის როინ ცაციაშვილის განცხადებასაც აქვეყნებს: „იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს "პროგრეს ბანკის" ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი გასტუმრება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, ბანკის ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია: ფიზიკური პირების შემთხვევაში: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია. იურიდიული პირების შემთხვევაში: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ; უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია. უნაღდო ანგარიშსწორებით თანხების მიღების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დამატებით წარმოადგინოთ იმ ბანკის საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები, სადაც გსურთ თანხის ჩარიცხვა. იმ შემთხვევაში, თუ 5 დღეში არ მოახდენთ თქვენი კუთვნილი თანხების ბანკიდან გატანას, მაშინ "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 37–ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის N24/04 ბრძანებით დამტკიცებული "კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის" მე–4 მუხლის მე–11 პუნქტის "ო" ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კრედიტორთა თანხების აკუმულირება მოხდება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სს "პროგრეს ბანკის" კრედიტორთა მოუკითხავი თანხების ანგარიშზე, საიდანაც შეუფერხებლად შეძლებთ თქვენი კუთვნილი თანხების მიღებას. ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 37–ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის N24/04 ბრძანებით დამტკიცებული "კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის" მე–7 მუხლის მე–9 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, იგეგმება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის მიერ საქმიანობის საგნის შეცვლა და არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნა. თუ 5 დღის განმავლობაში აღნიშნულ საკითხზე თქვენი პოზიცია არ დაფიქსირება, თქვენი მხრიდან თანხმობა ავტომატურად ჩაითვლება გაცემულად. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, თქვენი კუთვნილი თანხები დარჩება არა გარდაქმნილი ორგანიზაციის ბალანსზე, არამედ აღნიშნული თანხები განთავსდება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სს "პროგრეს ბანკის" კრედიტორთა მოუკითხავი თანხების ანგარიშზე, საიდანაც შეუფერხებლად მოხდება მათი გაცემა“, - ნათქვამია განცხადებაში.
Reuters: შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა
WSJ: ტრამპს სურს, რომ კონგრესმა „გააუქმოს“ მისი პირველი ვადის იმპიჩმენტი
სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთმა „ხოჭოების“ გამო სომხეთიდან ყველა სახის ბოსტნეულის, ხილისა და თხილის იმპორტი აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)