05:58 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-14 10:28:54, 1555 ნახვა

სამართალი
ჯიხაშკარში არჩევნებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ჯიხაშკარში არჩევნებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათვისუფლებენ.  შესაბამისი გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  მიიღო.

თანხის გადახდამდე ტიბუა პატიმრობაში რჩება. ადვოკატი მისთვის საერთოდ ბრალიდ მოხსნას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ მას კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.

არჩევნებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული კიდევ ერთი ბრალდებულ გიორგი მხეიძე კი, ორ თვიან წინასწარ პატიმრობაში რჩება.

შეგახსენებთ, სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში პირთა ჯგუფი 79-ე საარჩევნო უბანზე შეიჭრა. მათ საარჩევნო ყუთი გატეხეს, მინები ჩაამსხვრიეს, ინვენტარი დააზიანეს და დამკვირვებლების კუთვნილი მობილური ტელეფონები გაიტაცეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ს 162-ეს პრიმა (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) და 163-ე მუხლებით (საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა) დაიწყო.

ასევე, უცნობი  პირები შეიჭრენ სოფელ ჯიხაშკარის N 108-ე საარჩევნო უბანზეც, გატეხეს საარჩევნო ყუთი, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს ინვენტარი. ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 163-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics