21:53 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 15:45:51, 662 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ჩემთვის პირველ ადგილზე სახელმწიფოა, დრო გვიჩვენებს, რა ამპლუაში მოგევლინებით

დღეიდან მე ვწყვეტ პარტიულ საქმიანობას და ამით გზას ვუხსნი ახალ ხალხს, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, მომავალში გამოჩნდება, თუ რა ამპლუაში მოევლინება ის საზოგადოებას.

"მინდა განვაცხადო, რომ პარტიაში არ ვრჩები. გზას ვუხსნი ახალ ხალხს, რომელიც ბოლო პერიოდში პარტიას შემოურთდა. ხალხს, რომელსაც აქვს ენთუზიაზმი, რომელსაც აქვს მოტივაცია იმისა, რომ გააგრძელოს საქმე და ეს პარტია წარმატებისკენ მიიყვანოს. მე არასდროს ვხელმძღვანელობდი, პარტიული ინტერესებით, ჩემთვის ყოველთვის სამშობლო და სახელმწიფო იყო პირველ ადგილზე. მომავალში რას ვიზამ და როგორ ვიზამ, რა ამპლუაში მოგევლინებით, ბუნებრივია ამას დრო გვიჩვენებს", - განაცხადა აბასიძემ.

ბრიფინგის დაწყებისას მან ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, აბაშიძის განცხადებით სამწუხაროა, რომ პარტია "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

ცნობისთვის, პარტია ვიქტორ დოლიძემ, გიორგი ცაგარეიშვილმა და დავით ონოფრიშვილმა დატოვეს. რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური საქმიანობა, პარტიის ლიდერებმა ირაკლი ალასანიამ და ალექსი პეტრიაშვილმა შეწყვიტეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics