21:55 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 23:15:20, 757 ნახვა

პოლიტიკა
წიკლაური: ადამიანები, რომლებმაც პარლამენტში შესვლას დაუჭირეს მხარი, ამ გადაწყვეტილებაზე არიან პასუხისმგებლები

ადამიანები, ვინც პარლამენტში შესვლაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებაზე არიან პასუხისმგებლები, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური პოლიტსაბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ენმ პარლამენტში შევა.

როგორც მან აღნიშნა, "ეს ვერ იქნება მიზეზი მინიმალური ბზარის შეტანისა პარტიაში".

„ბევრ რამეს გამოაჩენს დრო. ადამიანები,  ვინც პარლამენტში შესვლაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებაზე არიან პასუხისმგებელი. ვნახავთ შედეგებს, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი. თუმცა, ეს ვერ იქნება მიზეზი მინიმალური ბზარის შეტანისა პარტიაში“,- აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე თქმით, ის არ იყო მომხრე პარლამენტში დეპუტატების შესვლის.

„მე მიმაჩია,  რომ არჩევნებზე მოხდა ტოტალური გაყალბება. მე არ ვიყავი მომხრე ჩვენი დეპუტატების პარლამენტში შესვლისა.  ამ პარლამენტში, უბრალოდ, შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა. უნდა დაგვეტოვებინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მარტო პარლამენტში, თავის გაყალბებულ არჩევნებთან ერთად და ეს პარლამენტი ყოფილიყო ისეთი ერთპარტიული,  როგორიც არის ჩრიდილოეთ კორეაში ან  მსგავს ქვეყნებში. გუნდის წევრების უნრავლესობამ მიღო სხვა გადაწყვეტილება და ჩვენი დეპუტაცია იქნება წარმოდგენილი პარლამენტში“,-აღნიშნა წიკლაურმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics