05:57 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 16:43:57, 1700 ნახვა

სამართალი
შსს-მ 2013 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხობის რაიონული სამმართველოს მიერ 2013 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ. ლ. თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 378-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის გადაცემას გულისხმობს.

„სამართალდამცველებმა, ბ.ლ.-ს პირადი, ასევე, დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics