18:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 14:45:09, 651 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის აზრით, არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკური ძალებისთვის ამომრჩევლის წინაშე გარკვეული ვალდებულებაა

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობა და პარლამენტში მოღვაწეობა დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა პოლიტიკური ძალისთვის ამომრჩევლის წინაშე გარკვეული ვალდებულებაა.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ტურში მონაწილეობის საკითხზე განაცხადა.

„თუმცა ყველა პარტია თავად ადგენს და განსაზღვრავს საკუთარ დღის წესრიგს“, - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. აღნიშნულ საკითხზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics