2016-10-11 10:32:53, 1006 ნახვა
პოლიტიკა
"პატრიოტთა ალიანსი" სახელმწიფოსგან 1 მილიონ ლარს მიიღებს
იმ შემთხვევაში, თუ "პატრიოტთ ალიანსი" პარლამენტში შევა, როგორც ბარიერგადალახული პარტია სახელმწიფოსგან 1 მილიონ ლარს მიიღებს, - ამას “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ითვალისწინებს.
კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ძალები, რომლებიც მოსახლეობის მინიმუმ 5 %-ის მხარდაჭერას მიიღებენ, წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
ამასთან, "პატრიოტთა ალიანსის" გარდა, სახელმწიფოსგან მილიონ ლარს ასევე "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს. ცესკო-ს მონაცემებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5 %-იანი ბარიერი სწორედ ამ სამმა პარტიამ გადალახა.
რაც შეეხება წინასაარჩევნო ხარჯებს, შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" ოფიციალური მონაცემებით, 13 498 020 ლარი დახარჯა, "ენმ"-მ 1 921 091 ლარი, "პატრიოტთა ალიანსმა" კი 2 134 515 ლარი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან