17:12 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 16:37:15, 724 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე და სვეტლანა კუდბა საქმიანობას პარლამენტში გააგრძელებენ

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს წევრი საქმიანობას საქართველოს პარლამენტში გააგრძელებენ. არჩილ ხაბაძე და სვეტლანა კუდბა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების” პროპორციული სიით მოხვდნენ.

არჩილ ხაბაძე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ სიაში 21-ე ნომრადაა შეყვანილი, სვეტლანა კუდბა კი ამავე სიაში 38-ე ნომრად.

შეგახსენებთ, რომ  სვეტლანა კუდბა ბოლო პერიოდში რეგიონის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაინიშნა, 2016 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კი გადადგომის თაობაზე განცხადება გააკეთა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics