17:12 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 15:44:30, 724 ნახვა

პოლიტიკა
გოგუაძე: ხალხს არ აქვს გააზრებული, როგორი ტიპის სახელმწიფო მიიღო

ჩვენ "თავისუფალი დემოკრატები" ამ არჩევნებში დავმარცხდით, რადგან ვერ მივიღეთ შედეგი რასაც ველოდით, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ ირაკლი ალასანიას ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გოგუაძემ აღნიშნა, პარტია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას.

"ყველას გვაქვს კრიზისის დრო. კრიზისის დრო, ასევე არის შესაძლებლობების გახსნის დროც. აუცილებლად გადავხარისხდებით, გავაანალიზებთ ყველა შეცდომას რაც დავუშვით და აუცილებლად ვიბრძოლებთ ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. დღეს მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ასეთი არჩევანი გააკეთა, მგონი ზუსტად არ აქვთ გააზრებული, თუ როგორი ტიპის სახელმწიფო მიიღო. მჯერა, რომ ასეთი ტიპის სახელმწიფო საბჭოთა კავშირის სახელმწიფოს, საქართველოში პერსპექტივა არ აქვს. ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და ეს დრო ქვეყანაში აუცილებლად დადგება", - განაცხადა გოგუაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ ვინ რჩება პარტიაში, გოგუაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ყველაფერი გახდება ცნობილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics