17:12 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 15:00:57, 823 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის

„თავისუფალი დემორკატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის, - ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ კამპანია დროებით შეაჩეროს. 

"მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს, მე მივიღე გადაწყვეტილება რომ შევაჩერო ჩემი კამპანია, რადგან ჩვენი შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა პარლამენტში. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა. ვინაიდან ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოვახდინო გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მივიღე გადაწვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკადან", - განაცხადა ალასანიამ. 

ცნობისთვის, ირაკლი ალასანიამ საკუთარი კანდიდატურა გორის 41-ე მაჟორიტარული ოლქის არჩევნებიდან, სადაც პირველადი მონაცემებით, 19,38%-ით მეორე ადგილი უკავია და მეორე ტურში უწევდა მონაწილეობის მიღება, მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს ირაკლი ალასანია იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში. ამ თანამდებობიდან 2008 წლის 4 დეკემბერს გადადგა. 

ამასთანავე, 2004 წლის სექტემბრიდან 2006 წლის მარტამდე ალასანიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი იყო. 

2009 წერლს პოლიტიკოსმა პარტია "თავისუფალი დემოკრატები" დააფუძნა. 2012 წელს, კოალიცია "ქართულ ოცნებას" შეუერთდა და 2 წლის განმავლობაში თავიდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics