|
2016-10-09 12:31:45, 709 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: კიდევ ერთხელ გთხოვთ, მეორე ტურზეც აქტიური იყოთ
„აქტიური საარჩევნო პროცესი, რომელიც დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა მშვიდი, კონსტრუქციული იყო, გარდა გამონაკლისებისა და საერთო ფონს არ ცვლიდა“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, მოქალაქეებმა არ უნდა დაიშურონ ძალისხმევა იმისთვის, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები ისტორიაში შევიდეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის არჩევნები. ამასთან, პრეზიდენტმა ქართულ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, რომ მეორე ტურებზეც აქტიურები იყვენენ. „მინდა მადლობით დავიწყო. მადლობა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომელმაც ძალიან აქტიურად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ჩემთვის ეს იყო ძალინ მნიშვნელოვანი. ჩვენ ორი თვის განმავლობაში მოვუწოდებდით საზოგადოებას აქტიურობისკენ. აქტიური საარჩევნო პროცესი,რომელიც დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა იყო მშვიდი, კონსტრუქციული, გამონაკლისების გარდა და რომელიც არ ცვლიდა საერთო ფონს. არჩევნების დღემაც ასევე მშვიდად ჩაიარა მოსახლეობისა და ამომრჩევლის აქტიურობით და ერთი -ორი გამონაკლისის გარდა ჩვენს ქვეყანაში არჩევნების დღემ ჩაიარა მშვიდობიანად, სამწუხაროა, რომ დათვლის პროცესში გამოჩნდა რამდენიმე სერიოზული სამარათალდარღვევა მათ შორის აგრესიული ქმედებები იყო. ეს არის არამარტო სამწუხარო არამედ ამ პროვოკაციულ შემთხვევებს,რომლებიც რამდენიმე უბანზე მოხდა სჭირდება დროული, ძალიან სწრაფი რეაგირება განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის საპარლამენტი არჩევნები არ არის მხოლოდ 8 ოქტობმებრი, ეს არჩევნები შეფასდება როგორც 8 ოქტომბრით ასევე ექსცესებზე დროული რეაგირებით და იმით თუ როგორ მივალთ არჩვნების მეორე ტურებამდე და როგორ ჩავატარებთ მეორე ტურებს. წინასწარი მონაცემებით, არაერთი მეორე ტური იქნება და ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, აქტიური იყოთ , მეორე ტურებზეც. ამომრჩველმა აჩვენოს თავისი ინტერესი და ჩართულობა ამ პროცესში ისევე როგორც ეს აჩვენა 8 ოქტომბერს“,-განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა შესაბამის სტრუქტურებს არჩევნებში დარღვევებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. „ყველამ ერთად არ დავიშუროთ ძალისხმევა იმისთვის რო ეს არჩევნები შევიდეს საქართველოს ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხისა და სტანდარტის არჩვნები“,-დასძინა პრეზიდენტმა.
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)