12:15 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 21:57:34, 664 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ცესკო-ს შედეგებით დადასტურდება, რომ „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს პარლამენტის უმრავლესობას

დარწმუნებული ვარ, ცესკო-ს შედეგებით დადასტურდება, რომ „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს პარლამენტის უმრავლესობას მომავალი 4 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, პარტიას დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომელიც გამართლდა.

„ზუსტად ასეთი მოლოდინები გვქონდა. ძალიან თავდაჯერებელები ვიყავით მთელი ამ პროცესის განმავლობაში, დარწმუნებული ვიყავით ამ გამარჯვებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალური შედეგები არ არის ცნობილი, ეგზიტპოლის შედეგებით ძალიან ცხადად ჩანს, რომ ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შევძელით საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. ამასთან, მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და მიულოცა ეს დიდი გამარჯვება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics