2016-10-08 19:04:17, 886 ნახვა
საზოგადოება
ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ქსელში ამ ეტაპზე 1821 ზარია შესული
ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ქსელში ამ ეტაპზე 1821 ზარია შესული. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, მათი უმეტესობა ამომრჩევლების მიერ, ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებას შეეხება.
ცესკო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
რაც შეეხება საჩივრებს, ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საოლქო-საარჩევნო კომისიაში ჯამში 81 საჩივარია შესული.
„ საჩივრები დაწერილია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ. ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს, ასევე მათი ძირითადი ნაწილი აღმოიფხვრა საარჩევნო უბნებში.ოლქში შესულ საჩივრებს რაც შეეხება, საოლქო-საარჩევნო კომისია განხილავს კანონმდებლობის ფარგლებში და მოახდენს შესაბამის რეაგირებას“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან