08:58 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 13:56:27, 638 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ზესტაფონში უბანზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა

ზესტაფონის საარჩევნო ოლქში რამდენიმე უბანზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

კერძოდ, პარტიის ინფორმაციით, დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის, ილია კოკაიას წარმომადგენლები საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველებს, რომლებიც იმის დამამტკიცებელ საბუთს წარმოადგენენ, რომ არჩევანი ილია კოკაიას სასარგებლოდ გააკეთა, გარკვეული რაოდენობის თანხას ურიგებენ.

„აგიტატორი აცხადებს რომ არის ოცნების მხარდამჭერი და ასახელებს ვინმე რეზო გოგოლაძეს რომლისგანაც მიიღო დავალება, დაზუსტებული ინფორმაციით რეზო გოგოლაძე არის ილია კოკაიას წარმომადგენელი“, - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics