07:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 13:23:31, 644 ნახვა

პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა ცენტრი ქვემო ქართლში დარღვევებზე საუბრობს

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, არჩევნები სამართლიან გარემოში მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული დარღვევები მაინც ხდება, - ამის შესახებ მესამე სექტორმა მედია ცენტრში გამართულ მორიგ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა რამდენიმე საარჩევნო უბანზე საჩივრები დაწერეს. დიდ წილად ეს დარღვევები განპირობებული არის საარჩევნო უბნების ადმინისტრაციის დაბალი კვალიფიკაციის გამო.

ძირითადად დარღვევები დაფიქსირდა ქვემო ქართლის რეგიონში ეთქნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, კერძოდ ყველაზე სერიოზული დარღვევები სოფელ აზიზქენთში დაფიქსირდა. ეს არის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი, სადაც მე-14 საარჩევნო უბანზე რამდნეიმე სერიოზული დარღვევა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დააფიქსირა.

„საწყის ეტაპზე ამომრჩევლებს, ნაკადის მომწესრიგებელი არ უკეთებდა მარკირებას, ხოლო მოწოდების შემდეგ მარკირება დაიწყო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ გადასატან ყუთში არ იყო მარკირების ფურცელი ჩაგდებული. გარდა ამისა უბანზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებსაც არ ჰქონდათ სამკერდე ნიშნები და სააგიტაციო მოქმედებებს აგრძელებდნენ. დაიწერა 2 საჩივარი, თუმცა კომისია სარჩელის რეგისტრირებაზე უარს აცხადებდა. ისინი აცხადებდნენ, რომ სარჩელი აზერბაიჯანულ ენაზე უნდა მომზადებულიყო. ცესკო-სთან დაკავშირების შემდეგ საჩივარი დაარეგისტრირეს. ჩვენ ამ უბანზე რა თქმა უნდა დაკვირვებას ვაგრძელებთ. თუ ამ უბანზე დარღვევა დაფიქსირდა, მოვითხოვთ უბანზე მიცემული ხმების გაბათილებას“, - განაცხადეს ადამიანის უფლებათა ცენტრში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics